საგანი: მათემატიკა მასწავლებელი: ინეზა ელიაძე
სწავლების საფეხური: I -ა კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 23
თემა: ამოვხსნათ ამოცანები
მიზანი:
მოსწავლეებმა გაიაზრონ ცნებები ,,-
ით“ მეტი, ,,- ით“ ნაკლები და შეძლონ ამოცანების ამოხსნა
მათი
საშუალებით.
სწავლის შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ სიტყვიერად აღწერონ შეკრების/გამოკლების,
ტოლობის და შედეგის
ცნებებს სხვადასხვა
კონტექსტში.
მოსწავლეებს
განუვითარდებათ ,,-ით“
მეტი და
,,-ით“ ნაკლები ცნებების
პრაქტიკაში გამოყენების
უნარ-ჩვევები. მოსწავლეები გაიწაფებიან
მარტივი
ამოცანების ამოხსნაში
ზეპირად და
წერილობით, მოდელზე დემონსტრირებით.
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების
ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
თითოეული აქტივობის
ბოლოს მისაღწევი შედეგები
|
||||||
1
|
მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს
ქცევის წესებს, აცნობს გაკვეთილის თემას
და მიზანს,
წარუდგენს და განუმარტავს შეფასების კრიტერიუმებს (იხ. ქვემოთ).
აქტივობა 1.
მასწავლებელი სვამს შეკითხვებს,
შემთხვევითი შერჩევით (ჩხირების გამოყენებით) არჩევს მოსწავლეებს
პასუხისთვის, ხოლო
პასუხის მიღების შემდეგ დანარჩენებს სთხოვს „დიახ - არა“ ბარათების
საშუალებით გამოხატონ საკუთარი პოზიცია.
რამდენი
კომპონენტისგან შედგება ამოცანა?
პასუხი : ამოცანა შედგება 4 კომპონენტისგან
- 1. ამოცანის პირობა;
2. ამოცანის შეკითხვა; 3. ამოხსნა;
4.
პასუხი.
რა უნდა გაითვალისწინოს
მოსწავლემ ამოცანის ამოხსნისას,
რათა გაუადვილდეს
ამოცანის ამოხსნა?
სავარაუდო პასუხები
- აუცილებელია:
· გააზრებული კითხვა;
· ამოცანის პირობის
სწორად გაგება;
· ამოცანის კითხვის გააზრება.
რას ვაკეთებთ სანამ ამოცანის
ამოხსნას დავიწყებდეთ?
სავარაუდო პასუხები:
· ვფიქრობთ;
· ვიღებთ გადაწყვეტილებას;
· ვხატავთ ნახატს;
· ვაკეთებთ მოკლე ჩანაწერს.
აქტივობა 2.
მასწავლებელი ყოფს კლასს ჰომოგენურ ჯგუფებად ,შეახსენებს ჯგუფური მუშაობის წესებს,მოსწავლეთა
გამოვლენილი მზაობის
მიხედვით და
თითოეულ ჯგუფს
აძლევს ამოცანას, აგრეთვე ინსტრუქციას თუ როგორ უნდა
შეასრულონ დავალება და მიუთითებს დროს .
I
ჯგუფი (დაბალი მზაობის):
ამოცანა
ერთ ხეზე 10 ჩიტია,
მეორეზე 5. სულ რამდენი
ჩიტია?
II ჯგუფი:
ამოცანა
თეფშზე 11
ვაშლი იდო, 3
შეჭამეს. რამდენი ვაშლი დარჩა?
III ჯგუფი (მაღალი მზაობის)
ამოცანა
ეზოში 8 ვაჟი
და
იმდენივე გოგონა თამაშობდა. სულ რამდენი
ბავშვი თამაშობდა ეზოში?
მასწავლებელი ყურაღებას აქცევს
ყველა ჯგუფის მუშაობას, თუმცა განსაკუთრებით ზრუნავს დაბალი მზაობის მოსწავლეთა ჯგუფის მუშაობაზე, საჭიროების
მიხედვით წარმართავს სკაფოლდინგს
მიზნობრივი შეკითხვების დასმით ან მანიპულატივების დახმარებით.
სამუშაოების დასრულების
შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს
ავსებინებს ცხრილის ,,ვიცი, ვისწავლე,
მინდა ვიცოდე“ პირველ სვეტს:
|
ვერბალური ახსნა;
კითხვა-პასუხი
სწავლების დიფერენცირება
|
მთელ კლასთან
ჯგუფური
|
გაკვეთილის მიზნები
და შეფასების რუბრიკები
დავალების ბარათები,
ნახატები, ცხრილი „ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე“
|
2წთ
3წთ
6წთ
|
მოსწავლეებს ეცოდინებათ
გაკვეთილის მიზანი, შეფასების კრიტერიუმები.
აქტივობების მიზანია
მოსწავლეთა წინარე
ცოდნის გააქტიურება,
მოტივაციის ამაღლება და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება,
რათა მოხდეს ახალი ცოდნის კონსტრუირებისთვის
ხელისშეწყობა.
მოსწავლეებს შეუძლიათ
მარტივი ტექსტური ამოცანების ამოხსნა; ცხრილის პირველი სვეტის „ვიცი“ შევსება.
|
||||||
3
|
აქტივობა 3.
მასწავლებელი მოსწავლეებს
აცნობს ამოცანის შინაარსს, რომელიც დაეხმარება ახალი
ახალი მასალის სწავლებაში.
ამოცანა
ერთ ხეზე 10
ვაშლია, ხოლო მეორეზე
- 5-ით მეტი.
რამდენი ვაშლია მეორე ხეზე?
მასწავლებელი
ფლიპჩარტის ფურცელზე წარმოაჩენს წინასწარ გამზადებულ ნახატს ან ხატავს ორ
ერთნაირ ხეს.
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
· რა ვიცით ამოცანის პირობიდან?
პასუხი: რომ ერთ ხეზე 10 ვაშლია,
რომ მეორე ხეზე 5-ით მეტია;
· რა არ ვიცით?
პასუხი: რამდენი ვაშლია
მეორე ხეზე.
მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს
ერთ დახატულ ხეზე მიაბან „ვაშლები“ -
მიაწებონ სტიკერები
საჭირო რაოდენობით.
გარდა ამისა, ამოცანის ამოსახსნელად მასწავლებელი
იყენებს მანიპულატივებს, მოსწავლეებს
სთხოვს მერხზე დადონ 10 კუბურა და უსვამს კითხვებს:
· ამოცანის პირობიდან გამომდინარე,
რომელ ხეზეა მეტი ვაშლი?
· კიდევ რამდენი
სტიკერი (ან კუბურაა) საჭირო, რომ გავიგოთ
რამდენი ვაშლია
მეორე ხეზე?
· რა მოქმედება უნდა შესრულდეს, რომ გავიგოთ
რამდენი ვაშლია მეორე ხეზე?
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს
მეორე დახატულ ხეზე მიაბან „ვაშლები“ - მიაწებონ სტიკერები საჭირო რაოდენობით. ანალოგიურად სრულდება მოქმედებები კუბურებზე.
მოსწავლეები
აკეთებენ გამოსახულების ჩანაწერს:
10+5=15
ამოცანის
პასუხი:
მეორე ხეზე არის 15 ვაშლი.
მასწავლებელი სვამს კითხვას:
მაშასადამე, რა
მოქმედებას ნიშნავს ,,-ით“ მეტი? მიმატებას თუ გამოკლებას?
პასუხი: ,,-ით“ მეტი ნიშნავს
მიმატებას.
შემოწმების
მიზნით მასწავლებელი სვამს კითხვას: 15
რამდენით არის 10 -ზე მეტი?
პასუხი: 5-ით.
აქტივობა 4. მასწავლებელი მოსწავლეებს
პოსტერზე აკითხებს ამოცანას
და
ცდილობს მოსწავლეებმა თავად ამოხსნან ეს ამოცანა.
ამოცანა
თაიგულში
8 ყაყაჩოა, გვირილა 2-ით მეტია. რამდენი
გვირილაა ამ თაიგულში?
ამოცანის
მოკლე ჩანაწერი:
ყაყაჩო -8;
გვირილა
- 2-ით მეტი;
რამდენი გვირილაა?
ამოხსნა
8+2=10
პასუხი:
10.
მასწავლებელი მოსწავლეებს
სთხოვს ამოცანის პირობაში
„2-ით მეტი“,
შეცვალონ „2-ით“ ნაკლებით.
მასწავლებელი ამოცანის ამოსახსნელად
სთავაზობს მანიპულატივებს და
უსვამს კითხვებს:
· ამოცანის პირობიდან გამომდინარე,
რომელი ყვავილია
ნაკლები?
· რამდენი
სტიკერი (ან კუბურა) უნდა მოვაცილოთ, რომ გავიგოთ რამდენია გვირილა?
· რა მოქმედება უნდა შესრულდეს, რომ გავიგოთ
რამდენი გვირილაა?
მოსწავლეები
აკეთებენ გამოსახულების ჩანაწერს:
8-2=6.
ამოცანის
პასუხი:
თაიგულში 6 გვირილაა.
მასწავლებელი სვამს კითხვას:
მაშასადამე, რა
მოქმედებას ნიშნავს ,,ით“-ნაკლები? მიმატებას თუ გამოკლებას?
პასუხი: ,,-ით“ ნაკლები ნიშნავს გამოკლებას.
შემოწმების
მიზნით მასწავლებელი სვამს კითხვას: 8 რამდენით არის
6 -ზე მეტი?
პასუხი:
2-ით.
|
ვერბალური ახსნა;
კითხვა-პასუხი,
ინსტრუქტაჟი.
ვერბალური ახსნა,
კითხვა-პასუხი
|
მთელ კლასთან
მთელ კლასთან
|
სურათები, წებოვანი
ფურცლები, ნახატები, კუბურები
პოსტერი, სტიკერები,
მანიპულატივები
|
7 წთ
7წთ
|
აქტივობების მიზანია
მოსწავლეებმა მოახერხონ ახალი ცოდნის
კონსტრუირება.
გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა
განმავითარებელ
შეფასებას და
აწვდის ზეპირსიტყვიერ კონსტრუქციულ
აღწერით უკუკავშირს.
მოსწავლეებს შეუძლიათ
ტექსტური ამოცანის წაკითხვა, მოკლე ჩანაწერის გაკეთება, ამოცანის პირობისა და კითხვის
გამიჯვნა.
|
||||||
3
|
აქტივობა 5. შესწავლილი მასალის
განმტკიცებას მასწავლებელი ახდენს მათემატიკური
აქტივობის ბარათების
გამოყენებით, მოსწავლეებს
გადააჯგუფებს ჰომოგენურ ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს
აძლევს განსხვავებული სირთულის დავალებას მოსწავლეთა მზაობიდან გამომდინარე.
I ჯგუფი
(დაბალი მზაობის):
ამოცანა
ეზოში 8 ვაჟი და 3-ით ნაკლები გოგონა თამაშობდა.
რამდენი გოგონა თამაშობდა
ეზოში?
II ჯგუფი:
ამოცანა
ერთ ხეზე 12
ჩიტია, მეორეზე 5-ით მეტი. რამდენი ჩიტია
მეორე ხეზე?
III
ჯგუფი (მაღალი მზაობის):
ამოცანა
ერთ თაროზე 12
წიგნი იდო,
მეორეზე კი 5-ით ნაკლები. რამდენი წიგნი იდო მეორე თაროზე?
აქტივობა 6. ჯგუფების წარმომადგენლები
აკეთებენ პრეზენტაციას მთელი კლასის წინაშე.
მასწავლებელი შეახსენებს
კლასს შეფასების კრიტერიუმებს. ყოველი პრეზენტაციის დასრულების შემდეგ რომელიმე შემთხვევით შერჩეული მოსწავლე კრიტერიუმების
მიხედვით აფასებს თანატოლს.
აქტივობა 7.
მასწავლებელი მოსწავლეებს
ავსებინებს ცხრილის ,,ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე“ მეორე და
მესამე სვეტებს, რათა
გაარკვიოს, როგორ მოახდინეს მათ ახალი
ცოდნის კონსტრუირება და განმტკიცება.
|
კითხვა-პასუხი
ურთიერთშეფასება
კითხვა-პასუხი,ინსტრუქტაჟი
|
ჰომოგენური ჯგუფები
მთელ კლასთან,
ჯგუფებად
მთელი კლასი
|
დავალების ბარათები
საპრეზენტაციო
ბარათები
ცხრილი „ვიცი,
ვისწავლე, მინდა ვიცოდე“
|
7წთ
4წთ
4წთ
|
აქტივობების მიზანია
მოსწავლეებმა შეძლონ ახალი
ცოდნის განმტკიცება; ამოცანის დამოუკიდებლად ამოხსნა.
მოსწავლეებს შეუძლიათ ნამუშევრების წარმოდგენა და თანატოლების შეფასება
მოსწავლეებს შეუძლიათ ცამოაყალიბონ რა ისწავლეს, როგორ ისწავლეს და რის
სწავლა სურთ.
|
კავშირი ესგ-სთან
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათ. I.4. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობების შეფასება და შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აკავშირებს
"-ით"
მეტობა/ნაკლებობას შეკრება/გამოკლების მოქმედებებთან და
ახდენს ამის
მოდელზე დემონსტრირებას.
შეფასების კრიტერიუმები
|
+
|
V
|
_
|
მოსწავლეს
შეუძლია მარტივი ამოცანების ამოხსნა,
ამოხსნის
ჩანაწერის
გაკეთება, მოსაზრებების გამოთქმა
და განმარტება ამოცანის, მისი
ამოხსნისა და
პასუხის შესახებ.
|
მოსწავლეს
დამოუკიდებლად შეუძლია ამოცანის
ამოხსნა, როგორც
ზეპირად ისე
წერილობით, ამოხსნის პრეზენტაცია, მათ
შორის თვალსაჩინოების
საშუალებათა გამოყენებით.
|
მოსწავლეს
სხვისი დახმარებით შეუძლია ამოხსნას ამოცანა, გამოთქვას
და განმარტოს მოსაზრებები, მოახდინოს
ამოცანაში
მოცემული ვითარების
მოდელირება.
|
მოსწავლეს
უჭირს ამოცანის ტექსტიდან პირობისა და
კითხვის გამოყოფა,
ამოცანის ჩანაწერის
გაკეთება,
მართებული გამოთვლების შესრულება ანდა შესრულებული
მოქმედების ახსნა.
|
დაკვირვების ცხრილი
N
|
სახელი გვარი
|
მოსწავლეს
შეუძლია მარტივი ამოცანების ამოხსნა,
ამოხსნის
ჩანაწერის გაკეთება, მოსაზრებების გამოთქმა
და განმარტება ამოცანის, მისი
ამოხსნისა და
პასუხის შესახებ.
|
მოსწავლეს
დამოუკიდებლად შეუძლია ამოცანის
ამოხსნა, როგორც
ზეპირად ისე წერილობით,
ამოხსნის პრეზენტაცია, მათ
შორის თვალსაჩინოების
საშუალებათა გამოყენებით.
|
მოსწავლეს
სხვისი დახმარებით შეუძლია ამოხსნას ამოცანა, გამოთქვას
და განმარტოს
მოსაზრებები, მოახდინოს
ამოცანაში მოცემული
ვითარების მოდელირება.
|
მოსწავლეს
უჭირს ამოცანის ტექსტიდან პირობისა და
კითხვის გამოყოფა,
ამოცანის ჩანაწერის
გაკეთება,
მართებული გამოთვლების შესრულება ანდა შესრულებული
მოქმედების ახსნა.
|
|
1
|
გიორგი აბაშიძე
|
|
|
|
|
|
2
|
ანასტასია აფაქიძე
|
|
|
|
|
|
3
|
ნიკა ბერიძე
|
|
|
|
|
|
4
|
დემეტრე ბრეგვაძე
|
|
|
|
|
|
5
|
მარია გევორგიან
|
|
|
|
|
|
6
|
ნია დავითაძე
|
|
|
|
|
|
7
|
მარიამ დიასამიძე
|
|
|
|
|
|
8
|
მიხეილი დიასამიძე
|
|
|
|
|
|
9
|
აჩიკო ირემაძე
|
|
|
|
|
|
10
|
ზურაბი კოჩალიძე
|
|
|
|
|
|
11
|
რადა ლემონჯავა
|
|
|
|
|
|
12
|
დემეტრე მიქაბერიძე
|
|
|
|
|
|
13
|
მაქსიმ ნოვიკოვ
|
|
|
|
|
|
14
|
ანასტასია ოგანეზოვა
|
|
|
|
|
|
15
|
მარიამ ორაგველიძე
|
|
|
|
|
|
16
|
ნინი სურმანიძე
|
|
|
|
|
|
17
|
ანრი ქოქოლაძე
|
|
|
|
|
|
18
|
ნინი ღოღობერიძე
|
|
|
|
|
|
19
|
საბა შარაშენიძე
|
|
|
|
|
|
20
|
ანასტასია ცეცხლაძე
|
|
|
|
|
|
21
|
დემეტრე ჭანტურიშვილი
|
|
|
|
|
|
22
|
ზურაბ დიდმანიძე
|
|
|
|
|
|
23
|
ნისა ხავშამბა
|
|
|
|
|
|
No comments:
Post a Comment