Thursday, June 20, 2019

შიდა შეფასების გაკვეთილი ქართულ ენაში, I კლასი


 გაკვეთილის გეგმა

            ბათუმის N4 საჯარო სკოლა, I კლასი  
            მასწავლებელი - ინეზა ელიაძე

საგანი
ქართული ენა
სწავლების საფეხური, სკოლა, კლასი
დაწყებითი საფეხური, ბათუმის N4 საჯარო სკოლა,  პირველი კლასი
გაკვეთილის თემა
ასო-ბგერა ,,დ’’ ,   ,,დათვი   დადუ’’-დიდი წიგნი
მოსწავლეთა რაოდენობა
22
სსმ
არა
გაკვეთილის ხანგრძლივობა
35 წუთი
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალურობა
·         მოსწავლე შეძლებს მინიშნებებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ტექსტის შესაძლო შინაარსებზე ვარაუდების გამოთქმას;
·         შეძლებს ტექსტის წაკითხვა -გააზრებას;
·         შეძლებს ,,დ’’  ასო-ბგერის შემცვლელი სიტყვების ამოკითხვას , მათ დაშლას და გამთლიანებას( ბგერებად, მარცვლებად, სიტყვებად, წინადადებებად)

გაკვეთილის მიზნები და შედეგები:


·         მოსწავლემ შეძლოს ,,დ“ ასო-ბგერის შემცვლელი სიტყვების ამოკითხვა , მათი დაშლა და გამთლიანება;
·         წაკითხული ტექსტის წაკითხვა- გააზრება;
·         ილუსტრაციებზე დაყრდნობით შესაძლო შინაარსზე ვარაუდების გამოთქმა;
·         პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
·         ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით;
·         ამოიცნობს პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას (მხიარული, მოწყენილი, გაკვირვებული და  ა.შ



წინასწარი ცოდნა
·         მოსწავლეებმა იციან ქცევის წესები;
·         თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული  სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს[1];
·         ადარებს სხვადასხვა სიტყვის ორთოგრაფიულ ხატებს, პოულობს საერთო მარცვლებს, ასოებს;
·         ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;
·         სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს;
·         ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
·         სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში – ასოებს;
·         ასოებისაგან, მარცვლებისაგან აწყობს სიტყვას;
·         წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;

შეფასების საგანი და პროცედურები
·         დაკვირვების ობიექტი იქნება სწორი, გამართული მეტყველება, ინდივიდუალური, წყვილებში,ერთობლივი კითხვა, მსჯელობა,საკლასო აქტივობებსა და ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა, ზეპირი პრეზენტაცია, წერითი სამუშაო;
·         შეფასება იქნება განმავითარებელი, ურთიერთშეფასება;
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
 საკითხავი ტექსტები, თაბახის ფურცლები, სტიკერები, ფლივჩარტი.
გაკვეთილის მსვლელობა / სასწავლო მენეჯმენტი
მოსწავლეთა ორგანიზება - მთელი კლასი, ჯგუფური  მუშაობა
გამოყენებული მეთოდები

·         ვარაუდების გამოთქმა;
·         ვერბალური ახსნა;
·         კითხვა- პასუხი;
·         საგნის დემონსტრირება;


I ფაზა - წაკითხვამდე  (8 წთ)
·         მასწავლებელი ესალმება კლასს და აცნობს გაკვეთილის მიზნებს:ჩვენ დღეს გავეცნობით კიდევ ერთ ახალ ასო ბგერას, ამასთან დაკავშირებით მოგვიწევს საინტერესო ტექსტის წაკითხვა-გააზრება, სამიზნე   ასო -ბგერების შემცველი სიტყვების ამოკითხვა , დაშლა და გამთლიანება;
·         მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს ქცევის წესებს. მიუთითებს იმაზე , რომ მუშაობა მოუწევთ, როგრც მთელ კლასთან, ასევე მცირე ჯგუფებში;
·         მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკას;
·         წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი მთელ კლასთან ატარებს აქტივობას: - მოცემული წინადადებები შინაარსობრივად შეუსაბამე ნახატს. მაგნიტურ დაფაზე მიმაგრებულია სამი სურათი და სამი დაფარული წინადადება ,რომელსაც გამოსული მოსწავლეები წაიკითხავენ და შესაბამის  ილუსტრაციებთან დააკავშირებენ;
·         მასწავლებელი პროვოცირების მიზნით ყურადღებას ამახვილებს უკვე შესწავლილ ასო-ბგრა,,ჩ“-ს შემცვლელ სიტყვაზე,კერძოდ, “ჩანთა“. აჩვენებს მოსწავლეებს მოცემულ საგანს, რომელშიც მოთავსებულია ამოსაცნობი საგანი. საგნის ამოსაცნობად მასწავლებელი იყენებს პაზლს, აწყობის შემდეგ გამოიკვეთება სამიზნე სიტყვა.“დ“ასო-ბგერის შემცვლელი სიტყვა „ დათვი“. მაასწავლებელი სვამს კითხვას რა იციან დათვის შესახებ და ადგენენ ასოციაციურ რუკას ;
·          მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აანალიზებს სიტყვა დათვს. გამოყოფს ,,დ“ ასო-ბგერას. ხდება ფონოლოგიურ პრინციპზე აგებული აქტივობები: ღია და დახურული მარცვლების შედგენა, ამ მარცვლებზე დაწყებული სიტყყვების დასახელება.
·         მაწავლებელი ახდენს   დიდი წიგნის,,დათვი დადუს“ პრეზენტაციას. მოსწავლეები წიგნის ყდის დათვალიერების შემდეგ გამოთქვამენ ვარაუდს , ხდება „ილუსტრაციებში გასეირნება’’და წინადადებების შედგენა.



I I ფაზა - წაკითხვის დროს  (17 წთ)
·         მასწვლებელი იყენებს დიდი წიგნს და ატარებს საჩვენებელ კითხვას, კითხულობს გამომეტყველებით, საჭირო ინტონაციით. მკვეთრად გამოყოფს,,დ’ბგერას, სვამს ფაქტებზე ორიენტირებულ კითხვებს, ატარებს ერთობლივ  და ექო კითხვას. ბოლოს ასმენინებს აუდიო ჩანაწერს.
·         განტვირთვის მიზნით ატარებს თამაშს ,, ბგერების სროლა“.მასწავლებელი ერთ მოსწავლეს აუხვევს თვალებს. კლასს კი აჩვენებს ბარათს, რომელზეც წერია სამიზნე სიტყვა. ბავშვები ასახელებენ ასოებს თანმიმდევრობით, თვალახვეულმა კი უნდა დაიჭიროს ასოები და წარმოთქვას სიტყვა . ამ თამაშს გაიმეორებს რამდეფნჯერმე;

III-ფაზა  (10 წთ)

·         მასწავლებელი ატარებს ჯგუფურ აქტივობას
I ჯგუფი- სიტყვების დაკავშირება ნახატებთან;
მოსწავლეები მოცემულ სიტყვებს შეუსაბამბენ ნახატებს და გამოსახავენ გრაფიკულად;
II ჯგუფი- იპოვე დაკარგული სტყვები;
მოსწავლეები დეფორმირებულ წინადადებებში ჩასვამენ მოცემულ სიტყვებს და აღადგენენ ;
III ჯგუფი - IV ჯგუფი  ნახატებს შეუსაბამებენ  შესაბამისი შინაარსის   წინადადებებს;
·         მასწავლებელი    ახდენს მოსწვლეების ჯგუფებში მუშაობის მონიტორინგს; ინიშნავს სამიზნე მოსწავლეების მუშაობის შედეგებს;
·         გამთლიანების მიზნით მოსწავლეები ალაგებენ  ილუსტრაციებს შინაარსის მიხედვით. მთელი კლასი კითხულობს გამთლიანებულ ტექსტს;
·         მასწავლებელი შეაჯამებს გაკვეთილს , დაისმება შეკითხვები;
·         მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას-
ტექსტში,,დათვი დადუ“  შემოხაზონ ყველა  ,,დ“ ასო-ბგერა










f





  





  

No comments:

Post a Comment