Wednesday, June 26, 2019

შიდა საკლასო აქტივობა "ჩემი საყვარელი წიგნი". II კლასი

                                                ჩემი საყვარელი წიგნი
სკოლის ბოლო დღეს ,მოსწავლეებმა წარმოადგინეს მცირე პრეზენტაციები,თემაზე _ "ჩემი საყვარელი წიგნი".
ისინი დიდი მონდომებით ჩაებნენ მომზადების პროცეში და ეცადნენ მაქსიმალურად სანტერესოდ წარმოედგინათ ნამუშევრები .
აქტივობამ დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში და შევთანხმდით, რომ ერთმანეთის საყვარელ წიგნებსაც წაიკითხავდნენ ზაფხულის არდადეგებზე.
საინტერესოდ  და ხალისით ჩაიარა დღემ.
ერთმანეთს სიყვარულით დავემშვიდობეთ და კარგი დასვენებები ვუსურვეთ.
მომავალ შეხვედრამდე მოსწავლეებო !
















Friday, June 21, 2019

შიდა საკლასო აქტივობა "26 მაისი " , II კლასი



შიდა საკლასო აქტივობა "26 მაისი "
მოსწავლეებთან ერთად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ნაციონალურ ჩოხებში  გამოწყობილ მოსწავლეებს მომზადებული ქონდათ ლექსები.ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე.ბავშვებმა დიდი ინტერესით მოისმინეს მცირე ისტორიული ფაქტები და თავადაც ჩაერთნენ განხილვაში. ძალიან საინტერესო დღე გვქონდა..















 

Thursday, June 20, 2019

სერთიფიკატები

 


ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, II კლასი

                                       ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
მოსწავლეებთან ერთად ვეწვიეთ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს.დავათვალიერეთ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური მასალა. მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ ის რომ, შესაძლებლობა მიეცათ,საკუთარი ხელით მოეხდინათ ილუსტრირებული გათხრების  იმიტაცია  და აღმოჩინათ  "მუზეუმის საგანძური" . მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო დღე აღმოჩნდა .
























წიგნის ჩუქების დღე , II კლასი

                                                          წიგნის ჩუქების დღე
   წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით,თითოეული ჩემი მოსწავლე დავასაჩუქრე ახალი წიგნით.  ბავშვებისთვის ეს სიურპრიზი მოულოდნელი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა . მათი ბედნიერი თვალების დანახვისას მეც სიხარულით აღვივსე.ყველა მოსწავლე დამპირდა, რომ , წაიკითხავდა ნაჩუქარ წიგნს.