პედაგოგიური
პრაქტიკის
კვლევა
როგორ
დავეხმაროთ
მოსწავლეებს კითხვის უნარების
განვითარებაში და როგორ
შევაყვაროთ
კითხვა
სარჩევი
1.შესავალი ---------------------------------------------------------------------------2
2
ლიტერატურის მიმოხილვა
------------------------------------------------------2-3
3.
პრობლემა და საკვლევი საკითხი
-----------------------------------------------4
4.
კვლევის მთავარი კითხვა და
ქვეკითხვები
------------------------------------4
5.კვლევის
გეგმა
----------------------------------------------------------------------5
6.მონაცემთა
ანალიზი
--------------------------------------------------------------6-7
7.
დასკვნა
----------------------------------------------------------------------------8
8.
ინტერვენციები
-------------------------------------------------------------------9-10
9.
ინტერვენციების ანალიზი
------------------------------------------------------11
10.
პროექტის ვადები
----------------------------------------------------------------12
11.
კვლევის არსი
--------------------------------------------------------------------13
12.
კვლევის მიგნებები
--------------------------------------------------------------13
13.
გამოყენებული
ლიტერატურა--------------------------------------------------14
14.
დანართები
-----------------------------------------------------------------------14-21
15.კვლევის
რეფლექსია--------------------------------------------------------------22
-1-
წიგნიერება
თანამედროვე მსოფლიოში
საკვანძო საკითხია. ყველაზე
მნიშვნელოვანი უნარი,რომელსაც
ბავშვები სკოლაში სწავლებისას
იძენენ კითხვის უნარია. სწავლება
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში
კითხვის უნარის განვითარების
ფუნდამენტს წარმოადგენს.
სწორედ ამ პერიოდიდან უნდა
გადაიდგას პირველი ნაბიჯები
მოსწავლის გააზრებულ მკითხველად
ჩამოყალიბებისათვის. წიგნის
კითხვა ბავშვებს სამყაროსა
და საკუთარი თავის შეცნობაში,
თვალსაწიერის გაფართოებაში
ეხმარება.ბავშვობაში გაღვივებული
წიგნის კითხვის სიყვარული
მთელი ცხოვრების მანძილზე
გაყვებათ.
კითხვის
უნარის განვითარება, წაკითხულის
გაგება-გააზრება ადრეული
ასაკიდან ხშირ შემთხვევაში,
ჯერ კიდევ სკოლამდელი ასაკიდან
იწყება და ამ უნარების საბოლოო
ჩამოყალიბებისთვის საკმაოდ
დიდი დროა საჭირო.
წიგნიერების
საერთაშორისო კვლევა საშუალებას
გვაძლევს გავიგოთ თუ როგორ
ზრუნავენ მოსწავლეები
წიგნიერებაზე სხვადასხვა
ქვეყნებში- რას და როგორ
კითხულობენ, როგორ ესმით რასაც
კითხულობენ, რა უწყობს ხელს
წაკითხულის გაგება-გააზრებას
და პირიქით, რა აფერხებს ამა
თუ იმ ქვეყანაში სწავლისა და
სწავლების პროცესს და როგორია
ქართველი ბავშვის მომზადების
დონე ამ საკითხთან დაკავშირებით
მსოფლიოს იმ
PIRLS -ის
ქვეყნების თანატოლებთან
მიმართებაში, რომლებიც კვლევაში
არიან ჩართული. PIRLS
საერთაშორისო კვლევა რომელიც
მიზნად ისახავს შეაფასოს
მოზარდების წაკითხულის
გააზრების უნარი და ამავე
დროს ეხმარება მათ საკუთარი
შედეგები შეადარონ საერთაშორისო
სტანდარტებს და გაატარონ
შესაბამისი ცვლილებებიშედეგების
გასაუმჯობესებლად.
დღევანდელი
ტექნოლოგიური
ევოლუციის ეპოქაში,
სადაც კომპიუტერული ტექნოლოგიების
როლი
საკმაოდ დიდია,
ფაქტიურად წიგნისადმი ინტერესი
შენელებულია, რაც მკაფიოდ
შეიმჩნევა მოზარდებში.
სწორედ
დაწყებით
კლასებში უნდა ჩაეყაროს
საფუძველი
და გაღვივდეს წიგნისადმი
ინტერესი. ეს კვლევა შეეხება
იმ ძირითად საკითხებს,
რომელიც ამაღლებს
მოსწავლეებში
კითხვის მოტივაციას
და წარმოდგენილია
ის აქტივობები,
რომლებიც ხელს
უწყობს მათ კარგ
მკითხველებად ჩამოყალიბებაში.
ლიტერატურის
მიმოხილვა
თანამედროვე
ტექნოლოგიების ეპოქაში
ადამიანები სულ უფრო და უფრო
მეტად დამოკიდებულები
ვხდებით
ციფრულ ტექნიკაზე, თუმცა
ბუნებრივია, ამას თავისი
ახსნაც აქვს და თანაც
საკმაოდ
ლოგიკური. ტექნოლოგიების
დახმარებით ჩვენ ყველა რესურსზე
უპრობლემოდ
მიგვიწვდება ხელი
და ამასთანავე ვზოგავთ
დღეისათვის ყველაზე ძვირფას
დროს.
ამ ყველაფრის ფონზე
წიგნის როლი უკანა პლანზე
იწევს, თუმცა ეს იმას როდი
ნიშნავს, რომ
წიგნის
ჩანაცვლება მსგავსი ტექნოლოგიებით
შესაძლებელია.
საყოველთაოდ
აღარებულია, რომ ადამიანს
წიგნის სიყვარული თუ ბავშვობიდან
მოჰყვება,
ის
არასოდეს გაწყვეტს კავშირს
ლიტერატურასთან, თუმცა გარდა
ამისა, წიგნის კითხვა
-2-
არაერთ
უმნიშვნელოვანეს უნარს
ავითარებს. წიგნის რეგულარული
კითხვა ადამიანის ტვინს
არ
აძლევს მოდუნების საშუალებას.
„წიგნები
საუკეთესო მეგობრები არიან
ცხოვრების ყოველ განსაცდელში,
შეგიძლიათ მათ მიმართოთ,
წიგნები არასოდეს გიღალატებენ“-
ამბობს ალფონს დოდე.
წიგნის კითხვა ამდიდრებს
ლექსიკას, რაც გვეხმარება,
ნებისმიერ სიტუაციაში
მშვიდად
და კორექტულად შევძლოთ ჩვენი
სათქმელის გადმოცემა და რაც
მთავარია, აზრი
იყოს
მკაფიო და ლოგიკური.
წიგნი ბავშვებს
ეხმარება ფანტაზიის უნარი
გაიფართოონ და თავიდანვე
შეეჩვიონ
კრიტიკულ
და ანალიტიკურ მსჯელობას.
ხშირად გვსმენია, რომ თითქოს
დროის
უქონლობის გამო
ადამიანები ვერ ახერხებენ
იკითხონ ლიტერტურა და მშობლებიც
ამჯობინებენ, რომ ბავშვების
ყურადღება მთლიანად სასკოლო
მასალაზე გადაიტანონ, თუმცა
საინტერესოა მეოცე საუკუნის
ფრანგი მწერლის და ნოველისტის
დანიელ პენაკის მოსაზრება
ამ საკითხთან დაკავშირებით.
დანიელ პენაკი კითხვის სიყვარულს
ზოგადად სიყვარულს ადარებს,
რომელიც თუკი “მოვიდა”, არასდროს
ვიკითხავთ, გვაქვს თუ არა ამის
დრო.“
საქმე ის კი არ არის , მაქვს
თუ არა კითხვის დრო, არამედ
ის, მივანიჭო თუ არა ჩემს თავს
ბედნიერება, ვიყო მკითხველი“
.„მთავარია,
ბავშვში მკითხველი გააღვიძოთ
და ის საკუთარ თავს თვითონ
გაუძღვება, თვითონ გაიკვლევს
გზას წიგნების უზარმაზარ
ლაბირინთში და გემოვნებაც
ნელ-ნელა დაიხვეწება, წიგნზე
მსჯელობაც თვითონ მოუნდება
და აზრის გამოსახატავად
კალამსაც თვითონ აიღებს
ხელში.“ - აღნიშნავს პენაკი.
კითხვის
საჭიროების შესახებ არაერთი
ცნობილი ადამიანის საინტერესო
შეხედულებები არსებობს, თუმცა
ყველა მათგანის არსი შეგვიძლია
ვთქვათ რომ ერთია. მათი აზრით,
ადამიანს ლიტერატურასთან
კავშირი გაცილებით უფრო
კეთილშობილს ხდის და ის უფრო
გამოსადეგი ხდება როგორც
საზოგადოებისთვის, ისე საკუთარი
თავისთვის.
როგორც უკვე
აღვნიშნეთ, ბავშვობიდან ამის
შთაგონება ყველაზე კარგი
საშუალებაა იმისა, რომ შემდეგში
უკვე ბავშვი კარგ მკითხველად
ჩამოყალიბდეს.
რადგან როგორც გამოჩენილი
ქართველი მწერალი გურამ
დოჩანაშვილი იტყოდა, ყოველი
ნორმალური მოთხრობის (წიგნის)
წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ
უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო
ჭკვიანი, ვიდრე იყავი!…
-3-
პრობლემა
და საკვლევი საკითხი
პედაგოგიური
პრაქტიკის
კვლევა ჩატარდა
N4
საჯარო სკოლის II
ა კლასში.
კლასში მყავს 25
მოსწავლე.
ჩემ მიერ ჩატარებული
კვლევა გამომდინარეობს
უპირველესად იქიდან, რომ
მიმაჩნია ყველა მასწავლებლის,
განსაკუთრებით კი დაწყებითი
კლასების, საფიქრალი და
საზრუნავია მოსწავლეების
აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბება.
წიგნის სიყვარული თანდაყოლილი
თვისება როდია, საჭიროა მისი
განვითარება. სწორედ ამ
განვითარების ხელისშემშლელ
ფაქტორებსა და ხელშემწყობ
გარემოებებზე დაფიქრებამ
გადამაწყვეტინა საკვლევ
საკითხად შემერჩია ეს თემა.
სანამ საზაფხულო
არდადეგები დაიწყებოდა,
მოსაწავლეებსა და მშობლებს
რეკომენდაციის სახით გავაცანი
იმ წიგნების ჩამონათვალი,
საიდანაც შეეძლოთ შეერჩიათ
მათთვის საინტერესო წიგნები
და წაეკითხათ. ასევე შეეძლოთ
არ გამოეყენებინათ ეს ჩამონათვალი
და შეერჩიათ ასაკის შესაბამისი,
ნებისმიერი მათთვის საინტერესო
და ხელმისაწვდომი წიგნები.
არდადეგებიდან
დაბრუნებული მოსწავლეთა
გამოკითხვით შევიტყვე, რომ
მოსწავლეთა დიდი ნაწილს არ
ჰქონდა წაკითხული კლასგარეშე
ლიტერატურა, ვისაც ჰქონდა,
ძალიან ცოტა. შევეცადე დამედგინა
ამ პრობლემის გამომწვევი
მიზეზები.
კვლევის
მთავარი კითხვა და ქვეკითხვები:
რატომ
არ კითხულობენ მოსწავლეები
კლასგარეშე ლიტერატურას?
საკვლევი საკითხის
აქტუალობის დასადგენად
გავესაუბრე
და
შევხვდი დაწყებითი
კლასების რამოდენიმე მასწავლებელს.
მათთან ჩატარებული შეხვედრების
შედეგად გამოიკვეთა რა შეიძლება
იყოს აღნიშნული პრობლემის
გამომწვევი მიზეზები და რა
ღონისძიებებით შეიძლება
აღნიშნული პრობლემის მოგვარება.
მეთოდოლოგია
ამ
თავში განხილულია საკვლევი
საკითხი და ქვეკითხვები.
მოცემულია კვლევის გეგმა.
საკვლევი საკითხი შემდეგნაირად
ჩამოვაყალიბე: „როგორ
დავეხმაროთ
მოსწავლეებს კითხვის უნარების
განვითარებაში და როგორ
შევაყვაროთ
კითხვა“
როგორც ზემოთ
მოგახსენეთ, ჩემი კვლევის
მთავარი კითხვაა-რატომ არ
კითხულობენ მოსწავლეები
კლასგარეშე ლიტერატურას?
-4-
კვლევის მთავარ
კითხვაში აღნიშნული პრობლემის
მიზეზების დადგენაში დამეხმარება
შემდეგი ქვეკითხვები:
- რამდენად კარგად აქვთ მოსწავლეებს კითხვის უნარ-ჩვევები განვითარებული?
- რამდენად კარგად შეუძლიათ წაკითხულის გაგება?
- რამდენად სწორად ვურჩევთ მოსწავლეებს საკითხავ წიგნებს?
- რა ხერხებითა და მეთოდებით ზრუნავს მასწავლებელი მოსწავლეებში კითხვის მოტივაციის ამაღლებას?
- ვაძლევთ თუ არა მოსწავლეებს წიგნის თავისუფლად შერჩევის საშუალებას?
- რა დროს უთმობს მოსწავლე კითხვას?
- რა დროს უთმობს მოსწავლე კომპიუტერის გამოყენებას?
- ჩართულია თუ არა მშობელი შვილისათვის წასაკითხი წიგნის შერჩევაში?
- კითხულობს თუ არა შვილთან ერთად წიგნებს?
- ესაუბრება თუ არა წაკითხულის ირგვლივ?
აღნიშნულ
კითხვებზე პასუხის გასაცემად
შევიმუშავე კვლევის გეგმა.
კვლევის
გეგმა
კვლევის
მონაცემების შეგროვება:
საკვლევი საკითხის
გამომწვევი მიზეზების სწორად
გამოკვეთის მიზნით მონაცემთა
შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე
ფოკუსჯგუფი,
ინტერვიუები და კითხვარები.
საკვლევი პრობლემის
უკეთ გამოკვეთის მიზნით,
შევადგინე კითხვარი
მოსწავლეებისათვის
(დანართი1).
რომელიც მოიცავდა
როგორც ღია, ასევე დახურულ
კითხვებს. კითხვარის
შევსებაში
ყველა მოსწავლე მონაწილეობდა.
მათ კითხვარი კლასში შეავსეს.
მშობლებისათვის
(დანართი 2).
კითხვარის
შევსებაში ყველა მშობელმა
მიიღო მონაწილეობა. მიღებულმა
კითხვარებმა ზოგადი წარმოდგენა
შემიქმნა მშობელთა ჩართულობასა
და როლზე მოსწავლეთა კარგ
მკითხველებად ჩამოყალიბების
საქმეში.
-5-
ფოკუსჯგუფი
ჩავატარე მეორე
და მესამე
კლასის დაწყებითი კლასის
მასწავლებლებთან.
მიზანი იყო
გამეგო თუ როგორი ინტენსივობით
კითხულობდნენ მათი მოსწავლეები
კლასგარეშე ლიტერატურას, რა
პრობლემები აქვთ ამ საკითხთან
დაკავშირებით და რა ხერხებსა
და მეთოდებს იყენებდნენ
მოსწავლეებში კითხვის მოტივაციის
ასამაღლებლად.
მშობლებთან ინტერვიუმ
საშუალება მომცა გამეცნო და
განმესაზღვრა ის სირთულეები,
რაც დაკავშირებულია მოსწავლეების
აქტიურ მკითხველებად
ჩამოყალიბებაში. ინტერვიუსათვის
შერჩევა მოხდა შემდეგი
პრინციპით: 5
კითხვით დაინტერესებული
მოსწავლის მშობელი, 6
ნაკლებად დაინტერესებული
და 7 ისეთი
მოსწავლის მშობელი, რომელსაც
არ უყვარს წიგნების კითხვა.
მონაცემთა
ანალიზი
მოსწავლეთა
კითხვარის ანალიზის შედეგად
გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა
უმეტესობას
უყვარს კლასგარეშე
ლიტერატურის კითხვა, იცის,
რომ ბევრი კითხვა კარგია,
რადგან იწაფება კითხვაში,
იღებს ცოდნას, ეცნობა ინფორმაციას,
დაასახელეს საყვარელი წიგნი,
თუმცა აღნიშნეს,
რომ ხშირად ეზარებათ კითხვა,
უმეტესობა არ კითხულობს
მშობლებთან ერთად, ასევე
გაირკვა, რომ კომპიუტერით
გართობას უფრო მეტ დროს უთმობენ,
ვიდრე კლასგარეშე ლიტერატურის
კითხვას.
სვეტოვანი
დიაგრამა
-6-
- მოსწავლეთა გამოკითხვისას გაირკვა, რომ კითხვა უყვარს 92%-ს.
- უფროსებთან ერთად კითხულობს 50%
- წაკითხული წიგნის შესახებ უფროსებს უყვება 27%
- კლასგარეშე ლიტერატურას ხშირად კითხულობს 62%
მშობელთა კითხვარის
ანალიზმა დაგვანახა,რომ
მშობლები იცნობენ იმ ლიტერატურას,
რომელიც
მასწავლებელმა შეურჩია
მოსწავლეებს საზაფხულო
არდადეგებზე წასაკითხად,
ასევე მიაჩნიათ, რომ შერჩეული
წასაკითხი წიგნების ჩამონათვალი
მასწავლებელს სწორად აქვს
შერჩეული, თუმცა უმეტესობას
მიაჩნია, რომ მათი შვილები
კითხვას ცოტა დროს უთმობენ
და მთელი ზაფხულის განმავლობაში
მოსწავლეთა კითხვის სიხშირე
დაბალია.
საყურადღებია ის
გარემოება, რომ მშობელთა
ჩართულობა მოსწავლეთა კითხვის
პროცესში დაბალია და მათი
მხრიდან ნაკლებად ხდებოდა
შვილებთან ერთად წაკითხულის
ირგვლივ საუბარი
-7-
ფოკუსჯგუფთან
შეხვედრამ ცხადყო,
რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი
საკუთარი
ენთუზიაზმითა
და ინტერესიდან გამომდინარე
არ კითხულობს წიგნებს. მართალია
ყველა კლასში არის დაინტერესებული
მკითხველი, თუმცა
უმეტესობას
უჭირს წიგნთან დამეგობრება.
მასწავლებლები სხვადასხვა
მეთოდს მიმართავენ
მოსწავლეთა კარგ მკითხველებად
ჩამოსაყალიბებლად. ატარებენ
საკლასო ღონისძიებებს, კერძოდ:
,, წიგნის
კლუბი“,(შერჩეულ
წიგნს კითხულობს ყველა მოსწავლე
თანმიმდევრობით) ,
„მკითხველთა თეატრი“,,დისკუსია
წაკითხულის ირგვლივ“ (ბუნებაში,
გასართობ ცენტრში, ბიბლიოთეკაში),
წაკითხული წიგნების კინოჩვენებაზე
დასწრება.
ასევე გავეცანით
ლიტერატურას, რომელსაც
მასწავლებლები სთავაზობენ
თავიანთ მოსწავლეებს, ვისაუბრეთ
კითხვის მონიტორინგის ფორმებსა
და რუბრიკებზე.
ინტერვიუმ მშობლებთან
დამანახა, რომ
კარგი მკითხველი მოსწავლეების
მშობლებს უყვართ
წიგნების
კითხვა, ხშირად კითხულობენ,
ასევე დიდ დროს უთმობენ
შვილებთან ერთად კითხვას,
ესაუბრებიან წაკითხულის
შესახებ, და ეხმარებიან შვილებს
წიგნების შერჩევაში. ხოლო იმ
მოსწავლეთა მშობლებთან
ინტერვიუმ, რომელთა შვილებსაც
არ უყვართ კითხვა, აჩვენა რომ
ისინი დაკავებულები არიან,
და ამის გამო, სამწუხაროდ,
ხშირად ვერ აკონტროლებენ
შვილების დროის მენეჯმენტს,
ამბობენ, რომ მათ შვილებს
წიგნის კითხვა არ უყვართ, დიდ
დროს ანდომებენ კომპიუტერით
გართობას. მართალია სთხოვენ
შვილებს წაიკითხონ წიგნები,
თუმცა უშედეგოდ.
დასკვნა:
კვლევის მეთოდებმა
ცხადყო, რომ საჭიროა:
- მივაჩვიოთ მოსწავლეებს ხმამაღლა და სათანადო ინტონაციით კითხვას.
- გავამახვილებინოთ ყურადღება სასვენ ნიშნებზე, რათა შეძლონ ტექსტის შინაარსის გააზრება.
- ხშირად ვაწერინოთ წაკითხული ტექსტის გააზრება.
- დავეხმაროთ მოსწავლეებს წასაკითხი წიგნების შერჩევაში. სწორად შევურჩიოთ წიგნები და ასევე ხშირად მივცეთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება.
- გავააქტიუროთ მშობელთა ჩართულობა კითხვის პროცესსა და წაკითხულის ირგვლივ საუბრებში.
- გავააქტიუროთ მშობლები მოსწავლეთა დროის მენეჯმენტის სწორად გაწერაში, კერძოდ კომპიუტერთან მუშაობის დროს.
- მასწავლებლებმა დავგეგმოთ თანმიმდევრული და სწორი ინტერვენციები კითხვის შინაგანი მოტივაციის შესაქმნელად.
-8
ინტერვენციები
1.ინტერვენცია
ქართული ენისა და
ლიტერატურის გაკვეთილებზე
განსაკუთრებულ ყურადღებას
ვამახვილებდი ტექსტების
მხატვრულად, ინტონაციით
კითხვაზე. ხშირად ვიყენებდი
როლურ თამაშებს, მკითხველთა
თეატრს, ვაწყობდი შეჯიბრებებს
საუკეთესო მკითხველთა შორის.
ვკითხულობდით მცირე ზომის
მოთხრობებს ჯგუფებში და
ვმსჯელობდით თემის ირგვლივ.
ვწერდით წაკითხულის გააზრებას
და შეცდომებს განვიხილავდით
დისკუსიის ფორმატში.
- ინტერვენცია
პატარების ინტერესებისა
და საჭიროებებიდან გამომდინარე
ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში
შევარჩიე 5
წიგნი (დანართი
3),
ამოსავალი
წიგნების შერჩევისა იყო
შემდეგი ფაქტორები:
- ასაკობრივი შესაბამისობა;
- საინტერესო თემატიკა;
ასევე
მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს
წიგნები სწრაფად იკითხება,
რადგან მასში დიდი არეები და
ნახატებია, აქედან გამომდინარე
ნაკლებად დამღლელი და შედეგზე
ადვილად გასასვლელია.
თვეში
ერთი დღე გვქონდა წიგნების
განხილვის დღე. ვსაუბრობდით
წაკითხულის ირგვლივ, ვაწყობდით
დისკუსიებს, ერთმანეთს
ვუზიარებდით შთაბეჭდილებებს.
მოსწავლეები,
რომლებიც შედარებით მაღალი
კითხვის უნარებით გამოირჩეოდნენ,
სწრაფად და ხალისით კითხულობდნენ.
თუმცა, იყო
პრობლემებიც. ზოგს ეზარებოდა
კითხვა. მათ მშობლებს ვთხოვე
დახმარებოდნენ კითხვისას,
ეკითხათ მათთან ერთად.
ისინი კითხულობდნენ,
საუბრობდნენ წაკითხულის
ირგვლივ. დაინტერესებულ
მოსწავლეთა რაოდენობა თანდათან
იზრდებოდა. აღსანიშნავია
ისიც, რომ აქტიური მკითხველები
უკვე სწარაფად კითხულობდნენ
წიგნებს და სხვა წიგნების
კითხვაც დაიწყეს. ზოგს საკუთარი,
ზოგს კი სკოლის ბიბლიოთეკიდან
არჩევდნენ. უკვე თავისი
სურვილით, ჩემს ჩაურევლად.
როცა დაასრულებდნენ,ვთხოვდი
რეკლამის სახით მოეფიქრებინათ
წაკითხული წიგნის პრეზენტაცია
და დაეინტერესებინათ
მეგობრები.
ისინიც დიდი ენთუზიაზმით
უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს
პოსტერების, ჩანახატების,
პერსონაჟის რუკების სახით
და ურჩევდნენ
ამ წიგნის
წაკითხვას.
-9-
ზოგადად შედეგი
დიდი იყო, შერჩეულმა ლიტერატურამ
დააინტერესა მოსწავლეები,
თუმცა მაინც ვხედავდი სირთულეებს.
მშობლებთან ინდივიდუალური
შეხვედრებიდანაც ვგებულობდი,
რომ ნაწილს მოსწავლეებისას
ეზარებოდა კითხვა, წიგნამდე
მისვლა.
3.ინტერვენცია
შევიტყვეთ,
რომ სწორედ ამ პერიოდში გამოვიდა
კინოთეატრებში ამავე სახელწოდების
ფილმები
ქართული გახმოვანებით : როალდ
დალის „ჩარლი და შოკოლადის
ქარხანა“.
მოსწავლეებს შევპირდი, როცა
კითხვას დაამთავრებდნენ,
კინოთეატრში წავიყვანდი
სანახავად. ბავშვებმა ხალისით
წაიკითხეს წიგნები,
გაკვეთილების შემდეგ მოვაწყეთ
წიგნის განხილვა, გავუზიარეთ
ერთმანეთს შთაბეჭდილებები.
წავედით კინოთეატრ ,,აპოლოში“
ფილმის
სანახავად. კმაყოფილები
დავბრუნდით.
წიგნის ეკრანიზაცია მოსწავლეებს
ძალიან მოეწონათ.
მოაწყვეს
პრეზენტაციები, დისკუსიები
წაკითხულსა და ნანახს შორის.
ისაუბრეს
პერსონაჟებზე,
სიკეთესა და იმ დიდ სიყვარულზე,
რომელსაც ადამიანები იჩენდნენ
ამ პატარა
ჩარლის მიმართ.
შემდეგ
კი მოსწავლეთა წახალისების
მიზნით დავარიგე შოკოლადები
„ჩარლის შოკოლადის ქარხნიდან“.
ამ ინტერვენციამ
მოსწავლეებში გაზარდა კითხვის
ინტერესი, თუმცა მოსწავლეთა
ნაწილს მაინც ეზარებოდა
კითხვა. ასეთი მოსწავლეების
მშობლებთან გავააქტიურე
კავშირი, ვთხოვდი დახმარებოდნენ
შვილებს კითხვაში, ეკითხათ
მათთან ერთად, ესაუბრათ
წაკითხულის ირგვლივ, მოესმინათ
პატარების შთაბეჭდილებები
თითოეული თავის წაკითხვის
შემდგომ. შეექოთ და წაეხალისებინათ
ისინი.
4.ინტერვენცია
ამჯერად მოვაწყვეთ
ერთობლივი კითხვა. მშობლებსაც
ვთხოვე წაეკითხათ წიგნი
. მინდა აღვნიშნო,
რომ შვილები და დედები აქტიურად
ჩაებნენ ერთობლივ კითხვაში.
ზოგი დედა-შვილი ერთად კითხულობდა.
ზოგი კი, ერთმანეთს ეჯიბრებოდა.
ბავშვები სიხარულით აღნიშნავდნენ
რომ დედიკოზე სწრაფად კითხულობდნენ
და მალე დაასრულებდნენ წიგნს.
სამწუხაროდ აღმოჩნდნენ ისეთი
მშობლებიც, რომლებიც ვერ
ჩაერთნენ კითხვაში.
ერთი თვის
შემდეგ
მოვაწყეთ შეხვედრა მშობლებთან
ერთად. ვისაუბრეთ ნაწარმოებზე,
მთავარ გმირებზე, განვასახიერეთ
სხვადასხვა ეპიზოდები წიგნიდან.
გავმართეთ მინი-ვიქტორინა,
ყველა ამ აქტივობაში ჩართულები
იყვნენ მშობლებიც.
-10-
ამ ინტერვენციების
განხორციელების შემდეგ
ვაკვირდებოდი მოსწავლეებს.
მათ აქტიურად გამოჰქონდათ
სკოლის ბიბლიოთეკიდან წიგნები,
ან სახლიდან მოჰქონდათ და
ერთმანეთში ცვლიდნენ. მივხვდი,
რომ მოსწავლეთა უმეტესობას
გავუღვიძეთ კითხვის შინაგანი
მოტივაცია, ეს ყველაფერი
ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდა. თითოეული
ინტერვენციის შემდეგ იზრდებოდა
კარგ მკითხველთა რიცხვი. სწორ
და გამართულ კითხვაზე ხშირი
მონიტორინგი, წაკითხულის
გააზრებების წერა, მკითხველთა
თეატრი, როლური თამაშები,
წიგნების კითხვა და მასთან
დაკავშირებული ღონისძიებები
დამეხმარა კითხვის ტექნიკის
დაუფლებაში, წაკითხულის
შინაარსის უკეთ გაგებაში.
იმისათვის ,რომ
დამედგინა რამდენად გაუმჯობესდა
შედეგი კითხვასა და გააზრებაში,
ჩავატარე ტესტირება
წაკითხულის
გააზრებაში
( დანართი 4)
გამოვიყენე პროექტ G-pried-ის
მეორე
კლასის ტესტები. შედეგი საკმაოდ
კარგი
იყო. '
მოსწავლეებისა
და მშობელთა წიგნების ერთობლივმა
კითხვამ გააქტიურა
მშობლები, გაზარდა მათი
დაინტერესება და ჩართულობა
შვილების კითხვის პროცესში.
ასევე მათთან შეხვედრებისას
გაირკვა ისიც, რომ ახლა უფრო
მეტად აქცევენ ყურადღებას
შვილების მიერ კომპიუტერის
არამიზნობრივ გამოყენებას.
-11-
|
აქტივობა
|
|
სექტემბერი
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პრობლემის
იდენტიფიცირება |
X
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
კვლევის
სავარაუდო გეგმის |
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
შემუშავება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
მშობელთა
კითხვარის |
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
დამუშავება
და შევსება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
მოსწავლეთა
კითხვარის |
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
დამუშავება
და შევსება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
ფოკუსჯგუფთან
შეხვედრა |
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
ინტერვიუ
მშობლებთან |
|
X
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
მონაცემთა
ანალიზი |
|
|
X
|
|
|
|
|
|
|
||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
1 ინტერვენციის |
|
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
||
|
განხორციელება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
მე-2
ინტერვენციის |
|
|
X
|
X
|
X
|
X
|
|
|
|
||
|
განხორციელება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
მე-3
ინტერვენციის |
|
|
|
|
|
|
X
|
|
|
||
|
განხორციელება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
მე-4
ინტერვენციის
განხორციელება
|
|
|
|
|
|
|
|
X |
|
|
|
|
ინტერვენციის
შედეგების ანალიზი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
X |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის
ვადები
-12-
მიგნებები
კვლევის მეთოდებისა
და გამოყენებული ინტერვენციების
ანალიზის შედეგად შემიძლია
გამოვყო ძირითადი მიგნებები,
რომლებიც აუცილებელია
გავითვალისწინოთ იმისათვის,
რომ ჩვენმა პატარებმა შეიყვარონ
კითხვა.
- მოსწავლეებს გავამახვილებინოთ ყურადღება სასვენ ნიშნებზე, რათა უკეთ შეძლონ ტექსტის შინაარსის გააზრება.
- ხშირად ვაწერინოთ წაკითხული ტექსტის გააზრება, გავმართოთ წაკითხულის ირგვლივ დისკუსიები, მოვაწყოთ მკითხველთა თეატრი, ვაწარმოოთ წიგნაკი, სადაც ყოველი წიგნის წაკითხვისას გააკეთებს შთაბეჭდილებათა ჩანიშვნებს...
- დავეხმაროთ მოსწავლეებს წასაკითხი წიგნების შერჩევაში. სწორად შევურჩიოთ წიგნები და ასევე ხშირად მივცეთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება.
- თუ მოსწავლე ვერ დინტერესდა ამა თუ იმ წიგნით, ნუ დავაძალებთ მის წაკითხვას, დავეხმაროთ სასურველის მოძებნაში.
- გავააქტიუროთ მშობელთა ჩართულობა კითხვის პროცესსა და წაკითხულის ირგვლივ საუბრებში, წიგნების ერთობლივ შერჩევაში, ვთხოვოთ მათ მისცენ შვილებს მაგალითი, იკითხონ წიგნები, როგორც შვილებთან ერთად, ისე ცალკე, რათა დაანახონ მათ წიგნის კითხვის აუცილებლობა.,
- გავააქტიუროთ მშობლები მოსწავლეთა დროის მენეჯმენტის სწორად გაწერაში, კერძოდ კომპიუტერთან მუშაობის დროს.
კვლევის
არსი
ზემოთ
მოცემული კვლევის ძირითადი
მიზანი გახლდათ,
გამომეკვეთა ის ძირითადი
საკითხები,
რომელიც აფერხებს მოსწავლეებში
კითხვის მოტივაციის ამაღლებას
და განმეხილა ის ძირითადი
ღონისძიებები და აქტივობები,
რომლებიც მოსწავლეთა კარგ
მკითხველებად ჩამოყალიბებას
შეუწყობდა ხელს.
მინდა აღვნიშნო, რომ კვლევის
სწორად წარმართვამ და
განხორციელებულმა ინტერვენციებმა
მკვეთრად გამოკვეთა შემაფერხებელი
ფაქტორები და დაგვანახა თუ
როგორი მიდგომებითა და
თანმომდევრული აქტივობებითაა
შესაძლებელი პატარებს შევაყვაროთ
კითხვა. მინდა სიამაყით აღვნიშნო
ის ფაქტი, რომ ჩვენს მიერ
განხორციელებულ ინტრვენციებში
აქტიურად ჩართვნენ ჩემი
მოსწავლეების მშობლები.
-13-
გამოყენებული
ლიტერატურა:
- დანიელ პენაკი - „რომანივით საკითხავი“
- გურამ დოჩანაშვილი - „კაცი, რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა“
დანართები
დანართი1.
კითხვარი მეორე
კლასის მოსწავლეთა მშობლებისათვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ
კვლევას
„როგორ
დავეხმაროთ
მოსწავლეებს კითხვის უნარების
განვითარებაში და როგორ
შევაყვაროთ
კითხვა“.თქვენი,
როგორც მშობლის მონაწილეობა,
ძალიან მნიშვნელოვანია
პროექტის წარმატებისათვის.
- იცნობთ თუ არა იმ ლიტერატურას, რომელიც მასწავლებელმა შეურჩია თქვენს შვილს საზაფხულო არდადეგებზე წასაკითხად.
o კი
o ნაწილობრივ
o არა
- იმ შემთხვევაში თუ იცნობთ, როგორ ფიქრობთ, სწორად იყო თუ არა შერჩეული წასაკითხი წიგნების ჩამონათვალი?
o დიახ
o ნაწილობრივ
o არა
- ზაფხულის განმავლობაში აძლევდით თუ არა რჩევებს თქვენს შვილს წაეკითხა ესა თუ ის წიგნი?
o ხშირად
o იშვიათად
o არასდროს
- საშუალოდ დღეში რა დროს უთმობდა თქვენი შვილი წიგნის კითხვას?
- 15წთ
- 30წთ
- 1სთ
-14-
- 2სთ
- 3სთ
- კითხულობდით თუ არა მასთან ერთად?
- ხშირად
- იშვიათად
- არასდროს
- საუბრობდით თუ არა წაკითხულის ირგვლივ?
- ხშირად
- იშვიათად
- არასდროს
- თქვენი აზრით, კითხვის პროცესი ბავშვისთვის იყო
- იძულებითი
- სახალისო
- ზაფხულის არდადეგების განმავლობაში თქვენი შვილის კითხვის სიხშირე
მაღალია
o საშუალო
o დაბალი
გმადლობთ
მონაწილეობისათვის!
დანართი
2
კითხვარი
მოსწავლეებისათვის
მოსწავლის
გვარი,
სახელი ---------------------------------------------------------
- გიყვარს თუ არა წიგნების კითხვა? o კი
o საშუალოდ
o არა
- კითხულობ თუ არა უფროსებთან ერთად წიგნებს? o კი
o არა
- უყვები თუ არა მშობლებს წაკითხული წიგნის შესახებ? o კი
o არა
- სახლში გაქვს თუ არა კუთხე (თარო, უჯრა), სადაც შენი წიგნები გიწყვია? o კი
o არა
- ხშირად კითხულობ თუ არა კლასგარეშე ლიტერატურას?
- კი
o არა
- თუ ფიქრობ რომ ხშირად არ კითხულობ, რა არის ამის მიზეზი?---------------------------
-15-
- წიგნის კითხვას უფრო მეტ დროს უთმობ თუ კომპიუტერით გართობას (თამაშებს,
მუსიკის
მოსმენასა და ფილმების ყურებას)
-------------------------------------------------
- ვინ გეხმარება წიგნების შერჩევაში?-------------------------------------------------------------
- როგორ ფიქრობ, რატომ არის კარგი ბევრი წიგნის წაკითხვა? ------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
10. რომელია შენი
საყვარელი წიგნი?
--------------------------------------------------------------
დანართი
3
წიგნების
ჩამონათვალი
- ანე- კატარინე ვესტლი,,დიდედა და რვა ბავშვი ტყეში“ ;
- ანე- კატარინე ვესტლი , ,,დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“;
- ასტრიდ ლინდგრენი ,,ლოტა აურზაურის ქუჩიდან“;
- როალდ დალი, „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“;
- ალექსანდრე ტოლსტოი, „ბურატინოს თავგადასავალი“;
დანართი
4
-16-
-17-
-18-
-19-
-20-
-21-
კვლევის რეფლექსია
პრაქტიკული
კვლევის თემად ავირჩიე “როგორ
დავეხმაროთ
მოსწავლეებს კითხვის უნარების
განვითარებაში და როგორ
შევაყვაროთ
კითხვა”.
მასში გამოკვეთილია
ის ძირითადი საკითხები,
რომელიც აფერხებს მოსწავლეებში
კითხვის მოტივაციის ამაღლებას
და განხილულია ის ძირითადი
ღონისძიებები და აქტივობები,
რომლებიც მოსწავლეთა კარგ
მკითხველებად ჩამოყალიბებას
უწყობს ხელს.
ამ თემის ასარჩევად
მიბიძგა იმან, რომ საზაფხულო
არდადეგებიდან დაბრუნებული
მოსწავლეთა გამოკითხვით
შევიტყვე, მოსწავლეთა დიდი
ნაწილს არ ჰქონდა წაკითხული
კლასგარეშე ლიტერატურა.
შევეცადე დამედგინა ამ პრობლემის
გამომწვევი მიზეზები. გამოვყავი
კვლევის ძირითადი კითხვა:
რატომ არ კითხულობენ მოსწავლეები
კლასგარეშე ლიტერატურას? და
შევარჩიე მეთოდები, რომელთაც
გამოვიყენებდი საკვლევი
საკითხის გამომწვევი მიზეზების
გამოსავლენად, კერძოდ:
კითხვარები,
ფოკუს-ჯგუფი, ინტერვიუ. მონაცემთა
ანალიზის საფუძველზე დავადგინე
პრობლემის გამომწვევი მიზეზები,
ჩამოვაყალიბე დასკვნები და
დავგეგმე ინტერვენციები.
შევარჩიე წასაკითხი წიგნები
და დავგეგმე აქტივობები,
რომლებიც მოსწავლეებს
შეაყვარებდა კითხვას და
შეუქმნიდა შინაგან მოტივაციას.
საინტერესო რომ
ყოფილიყო
კითხვის პროცესი, მოვაწყვე
შეხვედრები მშობლებთან და
პარალელური კლასის მასწავლებლებთან.
დავგეგმეთ ვიზიტი კინოში,
მოვაწყეთ პრეზენტაციები და
დაჯილდოვებები.
ამ ინტერვენციების
განხორციელების შემდეგ
ვაკვირდებოდი მოსწავლეებს.
მათ აქტიურად გამოჰქონდათ
სკოლის ბიბლიოთეკიდან წიგნები,
ან სახლიდან მოჰქონდათ და
ერთმანეთში ცვლიდნენ. მივხვდი,
რომ მოსწავლეთა უმეტესობას
გავუღვიძეთ კითხვის შინაგანი
მოტივაცია, ეს ყველაფერი
ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდა. თითოეული
ინტერვენციის შემდეგ იზრდებოდა
კარგ მკითხველთა რიცხვი. სწორ
და გამართულ კითხვაზე ხშირი
მონიტორინგი, წაკითხულის
გააზრებების წერა, მკითხველთა
თეატრი, როლური თამაშები,
წიგნების კითხვა და მასთან
დაკავშირებული ღონისძიებები
დამეხმარა კითხვის ტექნიკის
დაუფლებაში, წაკითხულის
შინაარსის უკეთ გაგებაში.
კვლევის მიმდინარეობისას
საკვლევი საკითხის გაანალიზება
და პრობლების იდენტიფიცირება
სწორად მოხდა. ამის საფუძველი
მომცა იმ მეთოდების ანალიზმა,
რომლებიც კვლევისას გამოვიყენე.
კვლევის სწორად წარმართვამ
და განხორციელებულმა
ინტერვენციებმა მკვეთრად
გამოკვეთა შემაფერხებელი
ფაქტორები და დაგვანახა თუ
როგორი მიდგომებითა და
თანმიმდევრული
აქტივობებითაა შესაძლებელი
პატარებს შევაყვაროთ კითხვა.
კვლევის შედეგები
ვუზიარებდი
კოლეგებს,
ყოველი
ინტერვენციის შემდეგ ვმსჯელობდით,
ვაანალიზებდით.
კოლეგებმა კვლევის
გაცნობის შემდეგ დიდი მოწონება
გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ
ეს საკითხი მეტად აქტუალურია
დაწყებით კლასებში და აუცილებლად
გაითვალისწინებენ და გამოიყენებენ
ჩემი კვლევის ინტერვენციებსა
და მიგნებებს.
კვლევის ავტორი
ბათუმის
N4
საჯარო სკოლის
დაწყებითი კლასების მასწავლებელი
ინეზა
ელიაძე
2018-19წწ.
-22-
No comments:
Post a Comment